პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი 
ირმა შელია 
რაიონი
ვაკე – საბურთალო 
სკოლა
186–საჯარო სკოლა 
ქალაქი
თბილისი 
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
აკაკი წერეთლის  მოთხრობა "ბაში–აჩუკი"  ;    პროექტის სახელწოდება " კახეთის მხსნელი გმირები "
თემის შინაარსი
მოსწავლეები   სიღრმისეულად შეისწავლიან კახეთის 1659  წლის აჯანყების  გამომწვევ მიზეზებს . იმსჯელებენ  ეპოქაზე , ირანის შაჰის  მიზნებზე  კახეთში ,  აჯანყების მოთავეებზე : ბიძინა ჩოლოყაშვილზე , ზაალ  არაგვის  ერისთავზე , შალვა  და  ელიზბარ   ქსნის   ერისთავებზე .  გამოკვეთენ ხალხის როლს კახეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში , ქართველი ქალების თავდადებას , რომლებიც მზად არიან სრულიად უანგაროდ , დაუფიქრებლად გაწირონ თავი სამშობლოსთვის და არ დაემორჩილონ მტრის ბრძანებებს . მოსწავლეები დაიყოფიან  ჯგუფებად   და წინასწარ შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით  შექმნიან მიზნობრივ  გეგმებსა და პროდუქტს.
საგანი
 ქართული  ლიტერატურა 
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური  , მე–8 კლასი 
განხორციელების დროის ჩარჩო
4 კვირა 
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება


ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
· სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
· საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ  მონაცემებს,    თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;

მიმართულება: კითხვა


ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·         არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;

ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;


მიმართულება: წერა


ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
·     ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  მოსწავლეები შეძლებენ  მსჯელობას კონკრეტულ ეპოქაზე , შეაფასებენ ისტორიულ   მოვლენებს , კახეთის აჯანყების  გამომწვევ  მიზეზებს. პროექტზე მუშაობისას გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარს.   ითანამშრომლებენ ერთმანეთთან  , დაეუფლებიან ჯგუფური მუშაობის პრინციპებს .შეძლებენ თავიანთი  ნაშრომების კრიტიკული თვალით შეფასებას . გამოკვეთენ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების, მათ შორის ქართველი ქალების ღირებულებებს. მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო ტექსტიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფასა და საჭიროებისამებრ დახარისხებას. გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს . შეძლებენ არსებული თემის ირგვლივ მიზნობრივი ტექსტების შექმნას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

ვალდებულია თუ არა ყველა ადამიანი თავისი სამშობლოს  თავისუფლების  შენარჩუნებისათვის   გაწიროს  თავი ?

თემატური კითხვები
1.რა თვისებებით უნდა იყოს შემკული ხალხის წინამძღოლი?  

2.როგორ გესმით  ბიძინა ჩოლოყაღვილის სიტყვები: "  ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად  და ფესვების განზე გასადგმელად ოლთან ერთად  ხანდახან წმინდა მოწამეობრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად"?

შინაარსობრივი   კითხვები
1.რა ისტორიული ფაქტი დაედო საფუძვლად  ბაში– აჩუკის შექმნას?

2.აბდუშაჰილი ამბობს: ბევრი გამეგონა ქართველ ქალებზე , მაგრამ, ნახევარიც არ მეჯერა , ახლა გამოგცადე  და დავრწუნდი" . რამ აღაფრთოვანა აბდუშაჰილი?"
3.როგორ მოატყუა პირიმთვარისამ თათარი შუამთის მონასტრის დარბევის დროს? 


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
პროექტზე მუშაობის პროცესში
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივ იერიშს   
 K-W-H-L სქემა
ეპიზოდების წერილობითი შეფასება.
კითხვარები.
ინტერნეტიდან საჭირო მასალის მოძიება. სასწავლო ტექსტიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფა.
პრეზენტაციების შეფასების რუბრიკა.ჩანაწერთა დღიური .მინი ლექცია .

ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე.
პრეზენტაცია
მინი დისკუსია 
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის  მივმართავ  გამოკითხვის მეთოდს. განისაზღვრება  მოსწავლეების საბაზისო ცოდნა.  მათ  უნდა  გაიხსენონ რა იციან  საწყის ეტაპზე. ამისათვის გამოვიყენებთ გონებრივ იერიშს და K-W-H-L სქემას. პერიოდულად,  შეიძლება  განვიხილოთ   პასუხები კითხვის ასპექტის დავალებაზე, რათა შევაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარვმართოთ სწავლების პროცესი. ვამოწმებთ ეპიზოდურ ჩანაწერებს.
მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც.   მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გავმართავთ  მასწავლებლისა და თანაკლასელთა კონფერენციებს უკუკავშირის  გაზიარებისთვის. მოსწავლეებს ვთხოვთ  თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ მატი  შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.  კვლევისა და პრეზენტაციის  შექმნის პროცესში, გამოვიყენებ დაკვირვების ფურცელს,შევხვდები მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად,   რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი..მას შემდეგ რაც მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებს დახვეწენ, ვთხოვ გუნდებს პრეზენტაციების შეფასების ფორმით იხელმძღვანელონ და წარმოადგინონ უკუკავშირი თანაკლასელების საპრეზენტაციო პროექტების შესახებ. 

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
1)კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
2)ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
 3) ტექნიკური უნარ-ჩვევები
4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა
5) ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;    
  6)კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკვეთა სასწავლო ტექსტიდან 

სასწავლო პროცედურები

პროექტის დაწყებამდე
პროექტის  დაწყებამდე  მოსწავლეები  იმსჯელებენ ზოგად კითხვაზე : ვალდებულია თუ არა ყველა ადამიანი თავი გაწიროს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.გაიხსენებენ შესწავლილ ნაწარმოებებს , ისტორიულ ფაქტებს , გმირებს , რომლებიც გამორჩეულნი არიან პატრიოტიზმით. კიდევ  ერთხელ გაიხსენებენ ბაში– აჩუკის პერსონაჟებს . შეადარებენ ერთმანეთს ირანის შაჰს დამორჩილებულ და  სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს , მათ შორის ქალებს ,რომლებიც  ვერ  გატეხა  ირანის  შაჰის  პოლიტიკამ .  იმსჯელებენ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე , დაიყოფიან ჯგუფებად  და  შეარჩევენ  თითოეული  ჯგუფისთვის  საპრეზენტაციოდ  მნიშვნელოვან საკითხებს .    

პროექტის  მსვლელობა 
კალსთან ერთად მუშავდება მნიშვნელოვანი ადგილები ტექსტიდან .საწყის ეტაპზე გამოიყენება  ვიცი , მინდა ვიცოდე ვისწავლე სქემის სამი სვეტირათა დავეხმაროთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გავიგოთ მათი საბაზისო ცოდნა. აქვე , შესაძლოა , გამოვლინდეს მათი არასწორი წარმოდგენები საკითხის გარშემო .მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმასაც , რომ მოსწავლეებმა   გამოავლინონ  მომავალში , პროექტზე მუშაობისას, რისი გაგება სურთ . საწყის ეტაპზე გამოვიყენებ ასევე  გონებრივ იერიშს. ტექსტის შესწავლის პროცესში მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ   შინაარსობლივ და თემატურ კითხვებზე.  პარალელურად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციებს .შედგება ოთხი ჯგუფი .პირველი ჯგუფი იმუშავებს  ბაში – აჩუკში მიმდინარე ისტორიულ მოვლენებზე , ეპოქაზე , კახეთის აჯანყებაზე. მეორე ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია  კახეთის მხსნელ გმირებზე , აჯანყების მეთაურებზე .მესამე ჯგუფი იმუშავებს თავდადებულ  ქართველ  ქალებზე , რომლებიც მტრის ხელში ჩავარდნას  სიკვდილს ამჯობინებენ , ხოლო მეოთხე ჯგუფი  იმუშავებს ირანის შაჰის  მიზნებზე კახეთში .თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების დღიურს. პროექტზე  მუშობისას ჯგუფის ლიდერებს დაევალებათ გააკონტროლონ ტექსტზე მუშაობა, კონცეპტუალური ადგილებისა და შესაბამისი ციტატების  სწორად ამოკრეფა ტექსტიდან .ეს ყველაფერი სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარება. მოსწავლეთა  ჯგუფებთან   შეხვედრების   დროს   გამოვიყენებ მინი – ლექციის მეთოდს , რათა  მოსწავლეებს დამატებითაც მიეწოდოთ  რჩევები და   ინფორმაციები , პროექტის თემასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა  უნდა  გამოავლინონ  ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა  და  კვლევის უნარი.  მოსწავლეებს, მასწავლებლის მხრიდან , მიეცემათ მითითებები პრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად  .
საბოლოო   პროექტი 
პროდუქტი  , რომელსაც  ისინი შექმნიან, , სხვადასხვა ჯგუფის  მიერ  მოძიებულ  საკითხთა  საფუძველზე,იქნება ერთობლივი  პრეზენტაცია,  მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება თემასთან დაკავშირებული  სურათები და ვიდეო  მასალაც .გააკეთებენ გაზეთებს ,  პრეზენტაციას, პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას,  რათა პროექტის წარდგენამდე  იცოდნენ  რითი  ფასდებიან, ხოლო პრეზენტაციის   შემდეგ  კი შეძლებენ  თვითშეფასებასაც .  ჯგუფები   დაგეგმავენ  ერთმანეთთან  შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად. პროექტის  დასასრულს , როცა მოსწავლეებს შესწავლილი ექნებათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი , წარდგებიან პრეზენტაციით , მოაწყობენ  მინი  დისკუსიას  "შეთქმულება სამშობლოს გადასარჩენად".დაუბრუნდებიან ზოგად კითხვას  : ყველა ადამიანი  არის თუ არა ვალდებული თავი გაწიროს სამშობლოს თავისუფლებისათვის. ჯუფებს დაურიგდებათ სამსჯელო კითხვები :1)  თქვენი აზრით , უნდა წასულიყვნენ თუ არა კახეთის  აჯანყების მოთავეები სპარსეთში?  2)როგორ  გესმით ბიძინა ჩოლოყაშვილის სიტყვები: " ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამეობრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად" ? 3) როგორ ფიქრობთ ასეთი  გმირები რომ არ ჰყოლოდა პატარა საქართველოს , რომელსაც ყველა რჯულის მტერი ესეოდა ,  მოვიდოდა თუ არა დღემდე? როგორ ფიქრობთ, აუცილებელია დიდი საქმეების განსახორციელებლად მსხვერპლი? პროქტის ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ თემის გარჩემო არსებულ ძირითად საკითხებს .


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური  საჭიროებები
კლასში სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)



მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შეასრულებენ შედარებით რთულ სამუშაოებს .გადაამოწმებენ მოძიებულ ინფორმაციებს, დაეხმარებნიან  მეგობრებს პრეზენტაციების გაკეთებაში . იმუშავებენ პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკების შექმნაში. 
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭიროტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა <
 კომპიუტერი (ები) <
 ციფრული კამერა <
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი <
 ლაზერული დისკი <
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი <
 პროექტორი 
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა <
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      



ბეჭდვითი მასალები
სასკოლო სახელმძღვანელო , ისტორიული მასალები  კახეთის აჯანყებაზე..
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები

Комментариев нет:

Отправить комментарий