ბახტრიონის აჯანყება
გადმოცემის თანახმად,
ბახტრიონის აჯანყებაში აქტიური და სამაგალითო მონაწილეობისთვის, მეფეს თუშთა
გმირის, ზეზვა გაფრინდაულისთვის უკითხავს: რას მოითხოვ ჯილდოდ, შენი და შენი
თანატომელების სამაგალითო გარჯისთვის ამ საღვთო ომშიო. ზეზვას უთქვამს:
ბახტრიონიდან ალვანის ველზე ცხენს გავაჭენებ და სადამდისაც ის სირბილით მიაღწევს,
ის ტერიტორია მოგვეცი თუშებსო. ცხენს ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა.
თუშებს დღესაც სჯერათ, რომ ალვანის ველი ზეზვას ცხენმა თავისი „ნაფრენებით”
მიუზომა მათ.
ვინ იყო ზეზვა გაფრინდაული და რა როლი მიუძღოდა მას ბახტრიონის
აჯანყებაში, ამის შესახებს ჩვენი რესპონდენტი, ფოლკლორისტი, ეთნოლოგი, მწერალი –
გიორგი ცოცანიძე გვესაუბრება.
–
თუშეთში, გომეწრის ხეობაში, გომეწრელთა საერთო სათემო სალოცავის, ხითანის წმიდა
გიორგის მისადგომებთან, ტაფობში, რომელსაც სასვენათანას ეძახიან, დევს მთის ბროლის
ერთი დიდი ლოდი. ამ ლოდს თუშები, დღესაც, ზეზვას ქვას ეძახიან. გადმოცემის
მიხედვით, ამ ლოდზე მჯდარა პატარძლის ტანსაცმელში ჩაცმული, თუშების სათაყვანებელი
გმირი, უბადლო ვაჟკაცი – ზეზვა გაფრინდაული.
–
ბატონო გიორგი, დავიბენი, უბადლო ვაჟკაციო, თუშების სათაყვანებელი გმირიო და
პატარძლის ტანსაცმელში ჩაცმული? მიჭირს ამ შედარებების აზრობრივად ერთმანეთთან
გადაბმა...
–
თქვენი არ იყოს, თუშებიც დააბნია ზეზვას ამგვარ სამოსში დანახვამ, მაგრამ ამის
მიზეზი, რომ ავხსნათ, თუშეთს უნდა გავცდეთ და სხვაგან ვეძიოთ.
– სად?
–
კახეთში. საქმე ისაა, რომ ეს ის წელია, როდესაც კახეთში საყოველთაო აჯანყება
მზადდება სპარსელების წინააღმდეგ – ცნობილი, 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება.
მემატიანე გადმოგვცემს, რომ ზაალ არაგვის ერისთავი განაწყენებული იყო შაჰზე, რომ
მან კახეთი საგანმგებლოდ, არა მას, არამედ – ფეიქარ ხანს ჩააბარა. მემატიანის
გადმოცემით, ზაალმა მოიმხრო სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი და აგრეთვე, მათ „მოიმხრეს
მთის კაცნი თუშნი და ღამესა ერთსა, დაეცნენ ციხესა ბახტრიანს და მოსრნეს იქ მყოფნი
ელნი პირითა მახვილისათა.” ჩემი აზრით, სწორედ ამ მთის კაცთა მეთაური, რომელიც
მიიმხრეს ზაალმა და ბიძინამ, იყო ზეზვა გაფრინდაული. ზემოთ, რომ პატარძლის სამოსი
ვახსენეთ, მისი მორგების დროს, ზეზვა სწორედ ახალი დაბრუნებულია კახეთიდან. მას
განზრახული აქვს, თუშები აიყოლიოს ამ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად და თქვენი
არ იყოს, თუშების შეკითხვაზე: რას ნიშნავს ყველაფერი ეს?! ზეზვას პასუხია: ჩვენ,
კაცები კი არა, ქალები ვართ! კახეთს თათრები გვართმევენ და ჩვენ ხელი ვერ
გამოგვიღია! ამ პასუხმა თუშები ააღელვა და გადმოცემის თანახმად, იქვე შეიკრნენ
ფიცით, რომ კახეთში, თათრების წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. იქიდანვე გაგზავნეს
ფშავ-ხევსურეთში მაცნეები ამ საყოველთაო აჯანყების მხარდასაჭერად. ფშავ-ხევსურეთში
მაცნეების გაგზავნა, შეიძლება, ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონიდან” მომდინარეობდეს,
მაგრამ ფაქტია, რომ ამ აჯანყებაში თუშებიც, ფშავლებიც და ხევსურებიც აქტიურ
მონაწილეობას იღებენ. ამ ფაქტებს ადასტურებს ხალხური პოეტური მატიანე, რომელიც
არასოდეს ტყუის: „თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო, ლაშქარი გავაზიაროთ,
ერთმანეთს
მხარი უჭიროთ, მტერი კი დავაზიანოთ.”
ამ
აჯანყების შედეგი მოწმობს, რომ თუშ-ფშავ-ხევსურებმა, კახელებთან ერთად, მტერი
მართლაც დააზიანეს. აი, ამ ლაშქრობაში თუშების მეთაურად ჩანს ზეზვა გაფრინდაული:
„ზეზვაო, გაფრინდაულო, ცოტას მოკლეო ენითა,
ჯარნი,
რო დაჯარდებიან, ამოგარჩევენ ხელითა.”
– როგორ
ვითარდება ზეზვას ირგვლივ პერიპეტიები, ხალხური გადმოცემების თანახმად?
–
იგივე, ზეპირი მატიანეები მოგვითხრობს, რომ თუშები ბახტრიონის ციხეზე დასაცემად
პანკისის ხეობაში შეგროვილან. თათრების შეცდომაში შესაყვანად მათ ცხენები უკუღმა
დაუნალავთ და ღამით ისე გაუვლიათ ბახტრიონის მიდამოებში.
–
უკუღმა რატომ?
–
თათრების შეცდომაში შესაყვანად – თუშებმა ბახტრიონის ციხისკენ რომ გაიარეს,
მეციხოვნე ლაშქარმა მათ მდევარი სულ სხვა მიმართულებით დაადევნა. თუშები კი,
შემობრუნდნენ და მიადგნენ მცველების დიდი ნაწილისგან მიტოვებულ ციხეს. აქაც ჩანს
ზეზვას სტრატეგიული ნიჭი. თურმე, სანამ ციხეს მიადგებოდნენ, თუშებმა, ზეზვას
მითითებით, ხის პალოები დათალეს. ეს პალოები ციხის კედლებში დააჭედეს და ისე
გადავიდნენ გალავანზე. ისე არ გვეგონოს, რომ ამ ციხეს მხოლოდ თუშები იღებენ. ამ
დროს, აგრეთვე ხალხური პოეტური მატიანის მონაცემებით, ბახტრიონს დაესხნენ
ფშავლებიც და ხევსურებიც, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან – ვინ წინ გადავა ციხეზე
და ვინ „დახევს” ხანის კარავს. ამ ციხეზე გადამსვლელთაგან კი, ზოგჯერ ლექსებში
იხსენიება თუში „ტანად დაბალი”, ზოგჯერ – „ფშაველი გოგოლაური” და ზოგჯერ –
„ხევსური ხოშარაული”. ფაქტი ის არის, რომ არც ერთნი, არც მეორენი და არც მესამენი
თავებს არ ზოგავენ სახელის მოსაპოვებლად.
წერილობითი
მატიანეც და ზეპირი გადმოცემებიც, ძალიან ბევრს გვიამბობს ამ ომის შესახებ.
ბახტრიონის აჯანყებამ უზომოდ განარისხა შაჰ-აბას მეორე და კახეთში შემოთვალა:
მოკალით ზაალ ერისთავი და ვინც ერია „თათართა სისხლთა შინა“ იგინიცა დახოცეთო!
ზაალ არაგვის ერისთავი თავს იმართლებს, რომ ის ამ აჯანყებაში უბრალოა. ყველაფერი
ეს ჩაიდინეს: „მთის კაცთა თუშთა”.
–
დაიჯერა ეს შაჰმა?
–
დაიჯერა, თუ არ დაიჯერა, არავინ უწყის. მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ აჯანყების
მოთავეები – ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, შაჰმა თითქოს
ფაქტის გამოსაძიებლად თავისთან დაიბარა. შემდეგ კი იმ მესისხლეებს გადასცა, ვისი
ნათესავებიც დაიხოცნენ ბახტრიონის აჯანყების დროს.
– რაც
შეეხება ზეზვას, მას რა ბედი ეწია?
– აქ
ისევ ლეგენდა უნდა მოვიშველიოთ. იმ დროს კახეთს მეფე არ ჰყავდა. ლეგენდა კი
გვიამბობს, რომ მეფემ ჰკითხა ზეზვას: რას მოითხოვ ჯილდოდ, შენი და შენი
თანატომელების სამაგალითო გარჯისთვის ამ საღვთო ომშიო. ზეზვას უთქვამს მეფისთვის:
ბახტრიონიდან ალვანის ველზე ცხენს გავაჭენებ და სადამდისაც ის სირბილით მიაღწევს,
ის ტერიტორია მოგვეცი თუშებსო. ცხენს ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა.
თუშებს დღესაც სჯერათ, რომ ალვანის ველი ზეზვას ცხენმა თავისი „ნაფრენებით”
მიუზომა მათ. ამის სახსოვრად დღეს, ტახტიგორაზე ნახავთ კვარცხლბეკზე დადებულ
ვეებერთელა გრანიტის ლოდს, რომელზედაც ბარელიეფურად ეს სიუჟეტია გამოსახული.
კერძოდ, წაქცეული ცხენი და მასთან თავდახრილი და ქუდმოხდილი რამდენიმე თუში. ეს
ბარელიეფი 2006 წელს დაიდგა.
– კიდევ
რა არის ცნობილი ზეზვა გაფრინდაულის შესახებ?
–
დაბადებულა თუშეთის სოფელ ვაკისძირში. მამამისს თითქოს საღირა რქმევია და ზეზვას
ზოგჯერ საღირიშვილად მოიხსენიებენ. ბავშვობაშივე გულადი ყოფილა და გამორჩეული.
მისი სოფლის მიმდებარედ არის სამთო საძოვარი – სახარე. 14-15 წლის ზეზვა იქ
ხბორებს აძოვებდა. უპოვია რაღაც ჟანგიანი ხანჯალი და ლოდზე დაუწყია მისი გალესვა.
ამ დროს მიადგა მას მოხეტიალე ლეკი, იარაღში ჩამჯდარი. უკითხავს: რად გინდა,
ძმობილო, ეგ ხანჯალიო? ზეზვას უპასუხია: შენ უნდა მოგკლაო. ლეკს ამაზე გასცინებია.
ზეზვა, ისევ ლესავს ხანჯალს და დროგამოშვებით კი, ლეკს ვითომ ხუმრობით მოუქნევს და
ეუბნება: „ჩი-პო”. ერთი მოქნევის დროსაც, ზეზვამ მართლაც ჰკრა ლეკს მუცელში
ხანჯალი და მოკლა. აჰყარა იარაღი და შეიარაღებული დაბრუნდა სახლში. ეს იყო მისი
პირველი იარაღი. ამბობენ, გამორჩეულად ყოჩაღი მხედარიც ყოფილა ზეზვა
გაფრინდაული.
– არის
თუ არა ცნობილი, რა ბედი ეწია ზეზვას ბახტრიონის აჯანყების შემდეგ?
–
როგორც ჩანს, სპარსელებმა კახეთში რეპრესიები გაამკაცრეს. კახელები პარტიზანულ
ომზე გადავიდნენ, რომელთა ძირითადი ციტადელი სტურის ხეობაში, თორღვას
ციხე-გალავანია. პოეტური მატიანის მიხედვით, ზეზვა კვლავ კახელების გვერდით დგას.
„თორღვასა გაფრინდაული ამაგრებს ქვიტკირსავითე,
კარზე
მისულსა მოძალეს, ირეკავს ნახირსავითე.”
ზეზვა,
ცხადია, იმათგანია, ვინც ურევია „თათართა სისხლსა შინა” და ბრძანება, „მოკალით
ისინიცაო” ზეზვასაც ეხება. ზეზვა ძალით ვერ ჩაიგდეს თათრებმა ხელში. როგორც ჩანს,
ის ტკბილი ენით და თათბირით გამოუტყუებიათ თორღვას ციხიდან და ქალაქში ჩაუყვანიათ.
რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ, უცნობია. ამ თემაზე ზეპირი მატიანეებიც დუმან.
შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ისიც ბახტრიონის გმირებს გააყოლეს შაჰის კარზე. ანუ,
ზეზვამაც დანარჩენების მსგავსი, მოწამეობრივი სიკვდილი გაიზიარა.
ზეზვა გაფრინდაული
თუშეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ზეზვა გაფრინდაულს გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან მისი ბრძოლები დაკავშირებულია ისეთ პერიოდთან, რომელმაც გადაწყვიტა აღმოსავლეთ საქართველოს ყოფნა–არყოფნის საკითხები.
შაჰ–აბასმა ორგზის შემოსევით (1614–1617წწ.) კახეთის სამეფო მიწასთან გაასწორა, 100000 კახელი ტყვედ აიყვანა, ირანში გადაასახლა და თურქმანთა მომთაბარე ტომების ჩამოსახლება გადაწყვიტა, მაგრამ კახეთში გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით სპარსელების წინააღმდეგ ჩატარებულმა ომებმა ბოლო მოუღო ირანის მბრძანებლის გადაწყვეტილებას.
იგივე საკითხი დღის წესრიგში მოგვიანებით კვლავ დადგა და სისრულეშიც იქნა მოყვანილი. იავარქმნილ კახეთში 1659 წელს ჩამოსახლებულ იქნა 15 ათასი კომლი, 100000 თურქმანი მეჯოგე და მისი დიდი ნაწილი ალავერდისა და ალონის ტერიტორიაზე დაასახლეს.
XVII საუკუნეში, გადაგვარების პირას მისულ კახეთს, ბახტრიონის აჯანყებაში მხსენლად ევლინება თუშ–ფშავ ხევსურთა გაერთიანებული ჯარი, რომლის შეკრებასა და ორგანიზატორობაში ერთ–ერთი მთავარი როლი უჭირავს ზეზვა გაფრინდაულს.
სამწუხაროდ ქართულ ოფიციალურ წყაროებში ამ დიადი გმირის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქართული ისტორია ხომ წესისამებრ მეფებზე და ბატონებზე იწერებოდა. საბედნიეროდ ქართულმა ზეპირსიტყვაობამ უხვი მასალა შემოგვინახა ამ პიროვნების საგმირო საქმეებზე. ზეზვა გაფრინდაულის, როგორც აჯანყების ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის როლი კარგად და რეალისტურად არის გადმოცემული თუშეთში ჩაწერილ ლექსში – “გაფრინდაულის ამბავი”:
„ცხენს გაბანს გაფრინდაული,
გაზრდილსა თივა–ქერზედა,
ძუა–ფაფარსა დავარცხნის,
ნალებს დააკრავს ფეხზედა.
საღარს შეკაზმავს ზეზვაი,
აბჯარს აისხამს ტანზედა.
საით მიდიხარ, ზეზვაო,
ცხენი დაგიბამს კარზედა?–
– ფშავ–ხევსურეთში საქმე მაქვს,
ჯავრი ვიყაროთ მტერზედა.
უნდა შევყაროთ ჯარები
თათრების მუქარაზედა.
აბა, ვიაროთ, საღარო.
ფშავ–ხევსურეთის გზაზედა. –
ცხენზედ შეჯდება ზეზვაი,
ჩაჩქანი ხურავს თავზედა.
გულუხისძე–ნიც გამოყვნენ,
ნანატრნი ფშავის თემზედა.
გადაივლიან ვაჟკაცნი
ბორბალოს მაღალ მთაზედა.
ლაშარს მივიდნენ თუშები,
ხალხი დგას ხატის კარზედა.
შემოეხვივნენ ფშავლები
თუშებს, დაკოცნეს პირზედა.
სუფრაზედ მიიპატიჟეს
შავი ლუდების სმაზედა.
გურგენა ჭინჭარაულმა
ზეზვას ხელ დაკრა მხარზედა:
– დაბერებულხარ თან თეთრი
გამოგრევია თმაზედა. –
დასხდნენ და პური შეჭამეს
ლაშარ გიორგის კარზედა.
გურგენი ჭინჭარაული
ზეზვამ გაიხმო განზედა.
– ძმანი ხართ, უნდა მოგვემხროთ
ჯავრის საყრელად მტერზედა,
თათრის ჯარი დგას კახეთში,
ხალხი ვერ გადის ველზედა,
აქლემის ქარავნები სძოვს,
ჩვენი ცხვრის საძოვრებზედა.
მლოცავსაც გააგებინეს,
მდგომსა დარბაზის კარზედა.
ფიცი დაუდეს ფშავლებმა,
ხელი დაიკრეს ხმალზედა.
– ჩვენაც კაცნი ვართ, ზეზვაო,
ქუდები გვხურავს თავზედა.
ჩვენც სისხლი გვმართებს, და–ძმების,
ხმალნი ვალეწეთ თავზედა.
თათრებს კახეთში რა უნდათ,
ქართველთა მიწა–წყალზედა.
ხევსურნიც შეიყრებიან
არდოტის ზევით მთაზედა,
ჩვენ მაცნე გამოგვიგზავნე,
თქვენ რომ დადგებით გზაზედა.
საით მოვიდეთ, ზეზვაო,
რას იტყვი, რომელ გზაზედა.
– ფშავ–ხევსურნ ერთად წამოდით,
პანკისის ხეობაზედა.
თუშნი ნაქერალს გადმოვალთ,
თქვენ გამოგყვებით კვალზედა.
ჩვენ შევიყრებით ნაქერალს,
დარაჯი გვედგეს განზედა.
იქ ლაპარაკი გვექნება
თათრებთან ომობაზედა. –
გამოესალმნენ ერთურთსა,
ზეზვაი შეჯდა ცხენზედა.
ლუხუმმა დროშას შემოჰკრა,
მდგომმა დარბაზის კარზედა.
– გწყალობდეთ ლაშარის ჯვარი,
ხელ მოგიმართოსთ მტერზედა“.
როგორც ლექსიდან ჩანს ბახტრიონის აჯანყებისთვის ზეზვა ხანში შესული უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ზეზვას ბახტრიონის აჯანყებამდე სხვა მრავალი გმირობაც ქონდა ჩადენილი. სხვანაირად, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ესოდენ დიდი აჯანყების მოთავედ ზეზვა წარმოგვიდგება.
ზეზვა ფუნჩაის ძე წარმოშობით თუშეთში–გომეწრის ხეობის ერთ–ერთ ულამაზეს სოფელ–ვაკისძირიდან ყოფილა. მისი თავდაპირველი გვარი საღირიშვილი იყო. გაფრინდაული კი ბახტრიონის აჯანყებაში გამოჩენილი გმირობისთვის შერქმევია.
კახეთში ფუნჩაიშვილი
იკეთებს შუბის წვერსაო,
თბილის წყლით ფაფარს გადაჰბანს,
ლიტრა ქერს აჭმევს ცხენსაო.
სპარსეთში ერთი თათარი
ენას აუბნებს ძნელსაო:
–”ბახტრიონს გავჭრი ვენახსა
ზედ დავსახლდები ელსაო,
არც თუშებს შევეპუები
და არც ზეზვაის ცხენსაო”.
ეს რომ გაიგო ზეზვამა,
ცხენს შაუმატებს ქერსაო;
– “ჩქარა გასუქდი, ლურჯაო”. –
გავაზედ უსვამს ხელსაო,
–დავემწყემსები სულთანსა,
როგორც მიმინო მწყერსაო,
თოფს დავკრავ, ხმალსაც შემოვკრავ
დღეს დავაყენებ ცხელსაო,
თავსაც იქ დავდებ ჭაღარსა,
ადგილს არ მივცემ ჩვენსაო”
ამბის სიუჟეტურ გადმოცემას, აჯანყების დაწყება განვითარებას, პროფ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ ჩაწერილი ხალხური გადმოცემის მიხედვით განვაგრძობთ:
“დანიშნულ დროს, როგორც ერთი კაცი, სხვადასხვა მთიდან ჩამოსული მთიელები თუშეთის ღელეს (ყველა თემის შუა ადგილს, სადაც საერთო საქმეები ირჩეოდა ხალხის წარმომადგენელთა მიერ).
აღიჭურვა ჯარი თოფ იარაღით და ორ ნაწილად გაიყო. ერთი წყება წავიდა პანკისის ხეობაზე. მეორე ნაქერალაზე–ალვანის ბახტრიონზე. ბახტრიონში თათრების ჟარი იდგა და იმის ასაღებად დაიძრა თუშ–ფშავ–ხევსურეთი. მხედართა წყობამ, რომელიც წამოვიდა პანკისის ხეობაზე, ბაწარის წყალზე, ნახა თათრების ნაცარ–დაყრილი ბოგირი, რომ ნავალი შეტყობოდა და ნაფეხურზე გამვლელს დასდევნებოდნენ. ბოგირზე გასვლის კვალი რომ დაემალათ, თუშებმა უკუღმა დააჭედეს ცხენები. თათრების მეთვალყურეებს უნახავთ ზევით წასული კვალი და ამ ვითომ გაქცეულ თუშების ჯარს ბახტრიონიდან დასდევნებიან თათრები. თუშებმა შეაფარეს თავი და მდევარი ზევით გასცდა, ბახტრიონისაკენ გასწიეს.
თუშები შევიდნენ ციხის გალავანში, მაგრამ თვით ციხის კარები დაკეტილი დახვდათ. თათრებმა იქ შეაფარეს თავი. თუშების გამოჩენილმა გმირმა – ზეზვა გაფრინდაულმა, ოსტატობა იხმარა და ხერხით შეეჭრა მტერს ციხეში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თუშები დამალულნი იყვნენ ტყეში ზეზვა შეუდგა პალოების თლას”რათ გინდაო?” – ჰკითხავდნენ აქეთ–იქედან –”თქვენ ნახავთ, რომ დაგვჭირდებაო”, უპასუხებდა ზეზვა.
თათრების დარაჯებს დასძინებოდათ. გამჭრიახობა გამოუჩენია გმირს ზეზვა გაფრინდაულს, პალოები დაუკრავს გალავანზე საფეხურებად. მან ჩაასო კედელში პალო, შედგა ფეხი, ჩაასო მეორე, შედგა მეორე ფეხი, ჩაასო მესამე, მეოთხე … და ავიდა ციხის კედელზე. კედლიდან გადახტა შიგ ციხეში, ამოხოცა დარაჟები, გააღო კარები და ისე შევიდა ლაშქარი. შურისძიებით აღჭურვილი თუშ–ფშავ–ხევსურნი ეკვეთნენ თათრებს … მძინარე თათრები ისე აირივნენ, რომ ვეღარ არჩევდნენ მტერი ვინ იყო და ვინ არა. გულგახეთქილნი აღარ ფიქრობდნენ ციხის დაცვაზე. მხოლოდ ცდილობდნენ როგორმე დაეღწიათ თავი განრისხებული ქართველი მთიელებისგან. თათრებმა იმ იმედით, რომ ალავერდის ციხეში შევეფარებითო, თავი დაანებეს ციხეს და გაიქცნენ ალავერდისკენ, თუშ–ფშავ–ხევსურები მისდევდნენ უკან ხოცვით.
ალავერდშიაც ასეთი ამბები ტრიალებდა იმ დროს, ის ციხეც აეღოთ, იქიდანაც გამოსულიყვნენ თათრები და წამოსულიყვნენ ბახტრიონისაკენ. ორივე ციხიდან გამოქცეული თათრები შეიყარნენ ალვანის მინდორზე . თათარი მომეწყვდა შუაში. აქ შეიქმნა უწყალო ჟლეტა თათრებისა. თუშების თქმით “იმდენი თათარი ეხოცა, სანამდის ერთი თათრის გვამი ყირამალა არ დამდგარიყო თათრების მკვდრების გროვაში. მაშინ ზეზვას შეეჩერებინა მტრის ხოცვა, რადგან გვამის ყირამალა დადგომა ცოდოდ მიაჩნდათ. იმ ადგილს სადაც ეს საშინელი სისხლის ღვრა მოხდა და თათარი განადგურებულ იქნ, დაერქვა “გაწყვეტილა”. ასე ეძახიან თუშები ამ ადგილს დღესაც.”
ბახტრიონის აღების ისტორია არა მარტო თუშურ გადმოცემებში, არამედ თუშურ ხალხურ ლექსებშიც აღინიშნება:
“მოვიდოდ თუში ზეზვაი,
ჯოგი მოჰყვება მგლისაო,
“ან თქვენ გადადით გალავანს,
ან გადამიშვით მიაო,
თუ შვიდ ვერ მოვკლა ხმალ–დახმალ,
გამცვალეთ თათრის ქალზედა’,
გადავა, გადაფრინდება,
ბახტრიონს გალავანზედა”.
ზეზვა მიღწეული გამარჯვების შემდეგ კვლავ განაგრძობს თათრების წინააღმდეგ ბრძოლას. “ზეზვამ შეჰკრიბა ამოწყვეტას გადარჩენილი კახეთის მოსახლეობა, – წერს გ. ლეონიძე, – და თორღვას ციხეში გაიხიზნა. აქედან ესხმოდა კახეთში კვლავ მოვლინებულ სპარსელების ჯარს და შიშის ზარს სცემდა მათ:
“თორღვასა გაფრინდაული
ამაგრებს ქვითკირსავითა,
კახზე მოსულსა მოძალეს
აბრუნებს ნახირსავითა.”
სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ჯარის საუკეთესო ნაწილებსაც აგზავნიდნენ და ზეზვას ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებდნენ. ერთ–ერთი შეტაკების დროს იგი დაუჭრიათ კიდეც, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაუგდიათ. ზეზვა კვლავ თორღვას ციხე გალავანში გამაგრებულა:
“თოფ დაჰკრეს გაფრინდაულსა,
თორღვ დარჩა ოხერივითა,
თორღვას წევს გაფრინდაული
გამაგრდა ქვითკირსავითა.”
სპარსელები ძალით რომ ვერას გახდნენ ათასგვარ დაპირებებით მოინდომეს ზეზვას მოტყუება და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მიაღწიეს კიდეც საწადელს. მოტყუებით შეპყრობილი ზეზვა თბილისში ჩამოიყვანეს.
ხალხურ ლექსებზე დაყრდნობით პოეტი–აკადემიკოსი გ. ლეონიძე შენიშნავს, რომ ” ზეზვას დაჭერამ სპარსელებში დიდი აღტაცება გამოიწვია. გასაგებიც იყო მტრის ზეიმი. მან ხელთ იგდო ხალხის სარდალი, თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც სხვებთან ერთად სასიკვდილო ლახვარი ჩასცა სპარსეთის პოლიტიკას კახეთში. საამაყო ტყვე ზეზვა დიდი პატივით წამოიყვანეს თორღვას ციხიდან, ძუა შეღებილ ცხენზე შესვეს და მთელი გზა ილუმინაციით “სანთლითა და მაშხალით”, “დაფაზურნის” ყიჟინით ჩამოატარეს. ამ ფაქტის შესახებ ხალხური ლექსი ამბობს:
“ცივგომბორ გადაავლიან
ძუაშეღებილ ცხენითა
ქალაქში ჩაიყვანიან,
დაფა–ზურნითა ლხენითა.”
თბილისის თათრობა ზეიმით შეგებებია დატყვევებულ ზეზვას. ხელფეხშეკრული ზეზვა ჯერ ქალაქში შემოატარეს, ხოლო შემდეგ კი ხალხის საყურებლად დასვეს ქალაქის “შუა უბანში”, და დააბინავეს “ქარვასლაში”. ხალხურ მოლექსეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ზეზვა ეცოდება და ამბობს:
“მოდიან თათრის ქალები: “ზეზვა გვაჩვენეთ თვალითა”.
ზეზვასა ნახვა რად უნდა? მოკლული თქვენის ხელითა.
რატო არ ღნახეთ მაშინა, ბახტრიონს რომ ბრუნავდა ლურჯა ცხენითა,
გალავანს გურგლივ ურბენდა გამაღლებული შუბითა?
ალვანის მინდორ აავსო ღოჯაი თათრის ძვალითა?
მოგდევდათ, მოგაწუხებდათ, მოგჩხვლეტდათ შუბის წვერითა,
მელას დაცვითა კბილები, ტურას ლოყნ ხორცის ჭამითა.”
ზეზვა გაფრინდაული თბილისში სასტიკ პირობებში ჰყავდათ. ის დიდი ხნის მანძილზე სპეციალურ მოედანზე გამოჰყავდათ სადაც თათრები აუწერელ შეურაწყოფას აყენებდნენ. ბოლოს გაფრინდაული, როგორც ხალხური სიბრძნე გვაუწყებს, ციხეში მოუთავსებიათ”
“ზეზვაის ცხენო, ამ ზამთარ
ბაგა გამახარ კბილითა,
ქალქს დაგიბეს პატრონი,
ღამეს გითენებს გმინითა.”
ხალხური მოლექსენი ხსენებული მდგომარეობის თხრობით ამთავრებენ ზეზვას თავგადასავალს, მათ უკვე აღარ იციან თუ რა ბედი ეწია სახალხო გმირს. სავარაუდოა რომ მას იგივე ბედი ხვდა წილად რაც ბიძინას, შალვას და ელიზბარს.
ზეზვა გაფრინდაულის სახელთან არის თუშებში ყველაზე მეტად გავრცელებული ლეგენდა, რომელიც გვიყვება რომ სპარსელებისგან ბახტრიონის განთავისუფლების შემდეგ ზეზვას მეფისთვის უთხოვია თუშებისთვის სამოსახლო. მეფე დათანხმებია, ოღონდ ერთი პირობით: ბახტრიონიდან თუშეთის მიმართულებით სადამდეც გააჭენებდა ზეზვა ცხენს შეუსვენებლად, იქამდე მიცემდა მიწას. ზეზვას მანამდე უჭენებია თავისი ბედაური, სანამ პირუტყვი უსულოდ არ დავარდნილა. მეფეს მიუცია ეს ტერიტორია თუშებისთვის. გადმოცემით ეს ადგილები სოფლების– ზემო და ქვემო ალვანის ტერიტორიაა. ენათმეცნიერი გიორგი ცოცანიძე აღნიშნავს – “ცხენს ბახტრიონიდან ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა, მომკვდარა. განარბენი მანძილი თხუთმეტი კილომეტრია. ჩანს ზეზვას მეტის იმედი ჰქონია. მელექსე პატრონის ორგულობას აბრალებს ერთგულ საფერხეს:
გაგიორგულდა, ზეზვაო, გაფრინდაულო, ცხენია…
არმადამც გექნებ, ლურჯაო, პატრონის ნაჭმევ ქერია,
რად გაუგორდი პატრონსა, რად გაულაღე მტერია?
გვიანობამდის მიუთითებდნენ ტახტიგორის ახლოს მინდორში, ზეზვას ცხენის საფლავს. დიდი თეთრი ლოდი იდო. ის ლოდი დღეს აღარ დევს. ამბობენ, ერთმა თელავიდან გადმოსახლებულმა აბრამიშვილმა ურმით სოფელში ამოიტანა და თავის ეზოს გალავანში ჩაატანაო”. გვიანობამდის, სანამ ეს ქვა გაქრებოდა ამ ადგილიდან თუში მამაკაცები მიუახლოვდებოდნენ რა ამ ადგილს, ცხენიდან ჩამოქვეიითდებოდნენ, ქუდს მოიხდიდნენ ხურჯინიდან არაყს ამოიღებდნენ და ზეზვა გაფრინდაულის გმირობისა და ვაჟკაცობის სადღეგრძელოს დალევდნენ. მეორე სასმისით თუშები გმირ მამა–პაპათა მოსაგონარს შესვამდნენ ზეზვას მასპინძლობით და ამის შემდეგღა აგრძელებდნენ გზას.
მოდით ჩვენც გავიხსენოთ ეს გმირი, ნუ მივცემთ დავიწყებას ასეთი გმირის სახელს. ამ ერთი გმირის მაგალითზე ხომ ნათლად ჩანს, რომ მეფენი კი არ ქმნიან ისტორიას, არამედ ხალხი და ხალხში დაბადებული ზეზვას მაგვარი გმირები.

გამოყენებული ლიტერატურა: ვ. ელანიძე “ვინამ თქვა თუშთა დალევა?!”
ბახტრიონის ციხე – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, მდინარეების ალაზნისა და ილტოსშესართავის მახლობლად. აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით.
ციხეს სამკუთხა მოხაზულობა უნდა ჰქონოდა. კოშკების ნანგრევების მიხედვით ჩანს, რომ ისინი გალავანზე ნახევარცილინდრული ფორმით ყოფილან გარედან მიდგმული. აღმოსავლეთით მდგარი კოშკიდან ნაწილობრივ ორი სართულია გადარჩენილი. პირველ სართულს ჩრდილოეთით კარი ჰქონია, აღმოსავლეთით ნიშები და შუაში - ბუხარი.
ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა ნაგებობის კვალიც ჩანს. აღმოსავლეთის მონაკვეთში დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის უაფსიდო ეკლესია. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს, სარკმლები კი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა. დარბაზი ერთიანი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ტრაპეზი მარცხენა კუთხეშია მიშენებული. ზოგადი ნიშნებით ეკლესია გვიან საუკუნეებს მიეკუთვნება.
ბახტრიონის ციხე ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კახეთში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად და ჩამოსახლებულ მომთაბარე თურქმანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით, რომლის სახელწოდება თავის მხრივ, ბახტარაშვილების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს. კახეთის აჯანყების (1659) დროს მთავარი ბრძოლა ამ ციხესთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ. იმ გორაკს, რომელზეც ბახტრიონის ციხე იდგა, მოსახლეობა დღესაც "ბახტრიონის გორას" უწოდებს. შემორჩენილია ერთმანეთს დაშორებული, რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, ადგილ-ადგილ კი გალავნისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთებიც. კახეთის აჯანყების 300 წლისთავთან დაკავშირებით აქ აღიმართა ობელისკი.
Комментариев нет:
Отправить комментарий